Четверг, 25 აპრილში 2024, 10:04

Грузинская кинематография | ქართული კინემატოგრაფიაThe GeorgianCinematography

მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცГость · ჯგუფი "Guest"მოგესალმები, Гость · RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ქართველი ემიგრანტები » თემატური ფორუმი » პოლიტიკა » რა შემთხვევაში შეუძლია ადეიშვილის ბელგიაში პოლიტიკური თავშეს
რა შემთხვევაში შეუძლია ადეიშვილის ბელგიაში პოლიტიკური თავშეს
AdminДата: Воскресенье, 06 იანვარს 2013, 18:23 | Сообщение # 1

ჯგუფი: Administrator
წერილები: 10  
რეგისტრ.:27 აგვისტოში 2009


ნიკის ჩასმა
Warn:  ±
რა შემთხვევაში შეუძლია ადეიშვილის ბელგიაში პოლიტიკური თავშეს

პიროვნებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება იმ შემთხვევაში ხდება, თუ იგი დაამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

როგორც „ინფო9-ას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნათია კაციტაძემ განუცხადა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თუ მან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფარი მართლაც მოითხოვა, ვალდებული იქნება დაამტკიცოს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

„ევროპულ ქვეყნებში, როგორც კი ადამიანი პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, ქვეყანა მის სამშობლოში ექსტრადიციას არ ახდენს, თუნდაც ამ ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არსებობდეს. ექსტრადიცია მანამ არ ხდება, ვიდრე არ გადაწყდება მისთვის ამ სტატუსის მინიჭების საკითხი“- განმარტა კაციტაძემ.

მისი თქმით, თუ ადეიშვილმა თავშესაფარი მოითხოვა შესაბამისი პროცედურა უკვე დაწყებული იქნება, რადგან მოთხოვნის მომენტიდან პირი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელად მიიჩნევა. გადაწყვეტილების მიღების ვადები კი ამ ქვეყნის კანონმდებლობაზეა დამოკიდებული.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ საქართველოში ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა და პასპორტების მოქმედების ვადა შეუჩერეს, რადგან, როდესაც ადამიანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, ის უარს ამბობს თავის ქვეყანაში დაბრუნებაზე. მთავარია, ბელგია ჩათვლის თუ არა, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია“ - განაცხადა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ ინტერპოლით ძებნის შემთხვევაშიც პოლიტიკური დევნა სერიოზული საფუძველია იმისთვის, რომ პიროვნების ექსტრადიცია არ მოხდეს.

„ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, მისცემენ თუ არა ადეიშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, საფრანგეთმა მისი ექსტრადიცია არ მოახდინა. დაახლოებით იგივე პროცედურა იქნება ამ შემთხვევაშიც“ - აცხადებს კაციტაძე.

იურისტის განმარტებით, იმის გამო, რომ სასამართლომ ადეიშვილს პასპორტების მოქმედების ვადა შეუჩერა, იგი ყველა ქვეყანაში არალეგალად ითვლება. თუმცა, თუ მან ბელგიას პოლიტიკური თავშესაფარი ნამდვილად სთხოვა, საკითხის გადაწყვეტამდე აღნიშნული ქვეყნიდან გასვლა არ შეუძლია.

პროკურატურის შუამგდომლობის საფუძველზე ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ასევე, მის სახელზე გაცემულ სამ დიპლომატიურ პასპორტსა და საქართველოს მოქალაქის პასპორტს მოქმედება შეუჩერა. უახლოეს დღეებში პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართავს.

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2 ოქტომბერს დატოვა. ქვეყანაში არც მისი ცოლ-შვილი იმყოფება. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის ექსმინისტრი ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ის ბელგიაშია, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და მიიღო კიდეც. ამავე ცნობით, ბელგიის მთავრობა მის ექსტრადიციას არ აპირებს.

http://info9.ge/?l=G&m=108&id=124



ერთად გავაძლიეროდ ქართული ფორუმი ™

Сообщение отредактировал Admin - Воскресенье, 06 იანვარს 2013, 18:25
iTDeveloperДата: Воскресенье, 06 იანვარს 2013, 18:37 | Сообщение # 2

ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 6  
რეგისტრ.:13 მარტში 2010


ნიკის ჩასმა
Warn: 0%  ±
როგორც „ინფო9-ას“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნათია კაციტაძემ განუცხადა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თუ მან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფარი მართლაც მოითხოვა, ვალდებული იქნება დაამტკიცოს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

რასაც ვერ დაამატკიცებს ეგ უბედური lol

ნახე თუ არ მოკლან იმდენ იხალხი გააბოროტა ვინ აცოცხლებს მაგ არაკაცს keh


ეჰჰ რა დრო იყო 37 მანეთად გადაფრინდებოდი მოსკოვში ლუდს დალევდი და ... © გურჯი
ქართველი ემიგრანტები » თემატური ფორუმი » პოლიტიკა » რა შემთხვევაში შეუძლია ადეიშვილის ბელგიაში პოლიტიკური თავშეს
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


-
Copyright MyCorp © 2008 - 2016  GEOkino.Net Studio
ყველა უფლება დაცულია