Четверг, 25 აპრილში 2024, 14:15

Грузинская кинематография | ქართული კინემატოგრაფიაThe GeorgianCinematography

მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცГость · ჯგუფი "Guest"მოგესალმები, Гость · RSS
Search
ქართულად ჩაწერეთ

საიტის მენიუ-Home
ads
ტელ : 579  71 18 57




 ვიდეო არქივი
მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 62
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 ... 6 7 »

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
Хатико / xatiko , Самый верный друг

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
Ламбада запретный танец / Lambada - The Forbidden Dance (1990) смотреть фильм онлайн
Ламбада  запретный танец / Lambada - The Forbidden Dance (1990) DVDrip смотреть фильм онлайн


გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  1  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
Mylene Farmer - En Concert Tour
ითხოვდა MamukaUSA


გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
Поллианна / Pollyanna / პოლიანა


გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
რუსული პარტია
15.09.08


ფილმის ყურება

2008 წლის 26 აგვისტოს კრემლმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. რატომ სურს რუსეთს დაშალოს საქართველო, რატომ არის ხელსაყრელი საქართველოს დასუსტება ჩრდილოელი მეზობლისთვის? თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი რუსეთ-საქართველოს 5-დღიან ომსა და რუსული ანექსიის 20-წლიანი ისტორიაზე მოგვითხრობს. სად გადაკვეთა საქართველომ რუსული ინტერესები კავკასიაში და რა არის ეს ინტერესები? კითხვებზე პასუხებს დოკუმენტურ ფილმში მიიღებთ

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
საუკუნის ძარცვა
01.05.08


ფილმის ყურება

უნიკალური რელიკვიის ხელში ჩასაგდებად მათ არც სეიფის კოდის ამოცნობა დასჭირვებიათ, არც სიგნალიზაციის ხმის ჩახშობა ან ვიდეოთვალის გამოსახულების წაშლა. ევროპელ ოსტატთა შედევრები ავტომატებით შეიარაღებულმა, სამხედროფორმიანმა ნიღბოსნებმა ორი პოლიციელისა და კომენდატის გაკოჭვის ფასად, ღამის სიბნელეში ჯიბის ფარნის შუქზე გაიტაცეს... ნახეთ ლუკას კრანახის ''მაჭანკლის'' ფათერაკებით აღსავსე და სისხლიან დაპირისპირებებში გადაზრდილი მისტიკური თავგადასავალი თომა ჩაგელიშვილის ახალ დოკუმენტურ ფილმში. ის ფარდას ახდის ათწლიანი ძიების დღემდე ტაბუდადებულ დეტალებს. პირველად სწორედ ფილმის მეშვეობით გაეცნობით დაკარგული საუნჯის მრავალსაუკუნოვან მოგზაურობას და საქართველოს უახლოეს წარსულში მომხდარი ყველაზე მასშტაბური ძარცვის შედეგებს. თქვენ იპოვით პასუხს კითხვაზე: რატომ იქცა კრანახის შედევრი ყველა ქვეყნისა და ეპოქის ავანტიურისტთა ბედისწერად, რა ანიჭებს მას იდუმალებასა და მაგიურ ძალას

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
გამსახურდიას უკანასკნელი მეომრები
07.10.07


ფილმის ყურება

1998 წლის 19 ოქტომბერს შუაღამისას სენაკიდან ქუთაისისაკენ ტანკების კოლონა დაიძრა. სენაკის სამხედრო ბრიგადიდან გამოსულ ჯარისკაცებს მყარი გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული. ისინი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დასამხობად გადამწყვეტი ბრძოლის გამართვას აპირებდნენ. ამბოხებულებს თავდაცვის სამინისტროს სენაკის ბრიგადის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი რეზო ასმავა და სპედანიშნულების რაზმ ''სატურნის'' შტაბის უფროსი პოლკოვნიკი აკაკი ელიავა მეთაურობდნენ. მათ ბრძოლის გარეშე უნდა აეღოთ ქუთაისი, გადაეკეტათ რიკოთის უღელტეხილი და დასავლეთ საქართველოში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება აღდგენილად გამოეცხადებინათ. იმ ღამეს ვერც ქუთაისში და ვერც თბილისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დილით მოსახლეობას შესაძლოა ორად გახლეჩილ ქვეყანაში გაღვიძებოდა. რა გეგმები ჰქონდათ ამბოხებულებს, როგორ უნდა დაემხოთ შევარდნაძის ხეისუფლება და როგორ უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში - ამ ოპერაციის ავტორები პირველად საუბრობენ გულახდილად დოკუმენტურ ფილმში. როგორ დაიგეგმა ამბოხება, სად დაიგეგმა და ვინ იყო მისი ორგანიზატორი, დღემდე საიდუმლო რჩებოდა. დოკუმენტურ ფილმში პირველად იქნება დეტალურად ნაჩვენები ელიავასა და სამთავრობო ძალების სამხედრო შესაძლებლობები.რამ შეუშალა ხელი გამსახურდიას უკანასკნელ მებრძოლებს, რატომ ვერ განახორციელეს ჩანაფიქრი? თომა ჩარგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხს.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
9 აპრილის საიდუმლო
08.04.07


ფილმის ყურება


რატომ გადასცემდა უშიშროება მოსკოვს არასწორ ინფორმაციას, ვინ იყო დაინტერესებული პატიაშვილის ფიასკოთი და ვის აძლევდა ხელს საქართველოში ვითარების დამძიმება. რატომ არ დაუჯერა ხალხმა საქართველოს პატრიარქს, რომელიც მომიტინგეებს სისხლისღვრის შესახებ აფრთხილებდა? - დოკუმენტური ფილმი ამ კითხვებზე გასცემს პასუხს. ფილმში ნახავთ დემონსტრაციის დარბევის უნიკალურ კადრებს - 18 წლის წინ გადაღებული ვიდეოფირის ყველაზე სრულ ვერსიას.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
სამხრეთ ოსეთი
14.03.07


ფილმის ყურება

როგორ შეიქმნა სამხრეთი ოსეთი საქართველოში? - თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. რატომ იქცა ქალაქი ცხინვალი ხელოვნურად შექმნილი სამხრეთ ოსეთის დედაქალაქად, როდესაც იქ ოსები თითქმის არ ცხოვრობდნენ? გარდა ამისა, დოკუმენტური ფილმი მაყურებელს მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ქართულ-ოსურ დაპირისპირებაზეც მოუთხრობს. რატომ გააუქმა ზვიად გამსახურდიამ 1990 წელს ავტონომიური ოლქი? ყველა პასუხი ამ კითხვებზე - დოკუმენტურ ფილმში.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
მესხები
19.10.06

ფილმის ყურება

თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი მაჰმადიანი მესხების ისტორიას შეეხება. ფილმის მიმდინარეობის დროს მაყურებელი მესხთა ტრაგიკული ცხოვრების დეტალების თანამონაწილე გახდება. ინსცენირებებითა და ბატალური სცენებით მდიდარი ფილმი მაყურებელისათვის საინტერესო და ემოციურია. 1944 წლის 14 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ პროვინციის ხუთ რაიონში სატვირთო მანქანების უსასრულო რიგი გამოჩნდა. საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს ჯარის ქვედანაყოფებმა ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონებში მცხოვრებ მუსულმანებს სოფლის ცენტრებში თავი მოუყარეს. ასი ათასამდე ადამიანი სამხრეთ საქართველოს 220 სოფლიდან ერთ ღამეში აყარეს და შუა აზიის გზას გაუყენეს. ადგილობრივ მუსლიმანებს, ბრალი ნაცისტური გერმანიის მოკავშირე თურქეთთან თანამშრომლობასა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში ედებოდათ. გასახლების საიდუმლო ინსტრუქტაჟში ეს ხალხი თურქებად არიან მოხსებებულნი. ამ საიდუმლო ოპერაციის ავტორები კრემლის ორი ქართველი ლავრენტი ბერია და იოსებ სტალინი იყვნენ. ვინ არის ის ხალხი, ვისაც დღეს თურქ მესხებს უწოდებენ?

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

ქართული კინემატოგრაფია
შესვლა
ტეგების ღრუბელი
დარდუბალა

-
Copyright MyCorp © 2008 - 2016  GEOkino.Net Studio
ყველა უფლება დაცულია