Четверг, 28 მარტში 2024, 16:17

Грузинская кинематография | ქართული კინემატოგრაფიაThe GeorgianCinematography

მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცГость · ჯგუფი "Guest"მოგესალმები, Гость · RSS
Search
ქართულად ჩაწერეთ

საიტის მენიუ-Home
ads
ტელ : 579  71 18 57




 ვიდეო არქივი
მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 62
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 »

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
მესხები (ინგლისური ტიტრებით)
19.10.06



ფილმის ყურება




მესხები (ინგლისური ტიტრებით)


გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
გამსახურდიას სახელით
18.03.06

ფილმის ყურება

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 21 მომხრე 1998 წლის 9 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძის მოსაკლავად ემზადება. ჩეჩნეთში, გროზნოს მახლობლად მდებარე ავტურის სახედრო ბაზაზე ჯგუფს უკვე გავლილი აქვს სრული სამხედრო მომზადება. მათ უნდა მოკლან ედუარდ შევარდნაძე, დაიწყონ აჯანყება და გამსახურდიას ხელისუფლება აღდგენილად გამოაცხადონ. ვინ არის ეს ხალხი - პატრიოტები, შურისძიებით შეპყრობილ პიროვნებათა ჯგუფი თუ კრემლის კედლებში კარგად გათვლილი სცენარის გულუბრყვილო შემსრულებელნი. ვინ დგას მათ უკან, რა გათვლები აქვთ ამ სამხედრო ოპერაციის დამკვეთებს? 9 თებერვლს თბილისის ცენტრი გლობალური პოლიტიკის და სტრატეგიული ინტერესების დაპირისპირების არენად იქცა. იმ დღეს საქართველოს ისტორია შეიძლება სამუდამოდ შეცვლილიყო. რატომ დაურეკა ტერაქტის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა ედუარდ შევარდნაძეს და რა კავშირშია სამხედრო ოპერაცია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან. 9 თებერვლის ოპერაცია თითქოს უნაკლოდ იყო დაგეგმილი, მაგრამ თბილისის ცენტრში შევარდნაძე ყუმბარმტყორცნების წვიმას გადაურჩა. როგორ გადარჩა შევარდნაძე, საერთოდ იჯდა თუ არა ის იმ დღეს მანქანაში? თომა ჩაგელიშვილის ახალი დოკუმენტური ფილმი ერთი საათის განმავლობაში სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხს.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
ხრუშჩოვი უნდა მოკვდეს
26.05.05


ფილმის ყურება


1960 წლის 13 დეკემბერს საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ინაურმა ერთ მეტად უცნაურ დოკუმენტს მოაწერა ხელი, კომიტეტის თავმჯდომარე სასწრაფოდ ითხოვდა თბილისში მოქმედი არალეგალური ჯგუფის დაკავებას. ბრძანებაში ხაზგასმით იყო მითითებული თარიღი და იმ პერსონის ვინაობა, ვის წინააღმდეგაც გეგმავდა ჯგუფი ტეორისტულ აქტს - ეს იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი. რისთვის კლავდნენ შეთქმულები ნიკიტა ხრუშჩოვს, რატომ ამოძრავებდათ შეთქმულებს ხრუშჩოვის მიმართ სიძულვილი? დოკუმენტური ფილმი ამ საიდუმლო შეთქმულებას შეეხება. ფილმში გამოყენებულია უნიკალური კინო და ფოტომასალა. საქართველოს უშიშროების სამინისტრომ საიდუმლო მასალები, რომელსაც წლების განმავლობაში გრიფი "საიდუმლო" ედო, მხოლოდ ფილმის ავტორებს გაუხსნა.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
1942 წელი
09.05.05


ფილმის ყურება


1942 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელები კავკასიას მოადგენენ. ისინი საქართველოს ერთ სოფელს, ფსხუსაც კი აკონტროლებდნენ. სწორედ ამ დროს სტალინის დავალებით საქართველოში ჩამოვიდა ლავრენტი ბერია. როგორ მოახერხეს კავკასიის დამცველებმა გერმანელების წინსვლის შეჩერება?- დოკუმენტური ფილმი უმძიმესი ბრძოლების ქრონიკას შეეხება.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
ტერორისტი
12.02.05


ფილმის ყურება


1976 წელს საქართველო ტერორისტული აქტების სერიამ შეძრა. სამივე აფეთქება სახელმწიფო ობიექტებთან მოხდა. მათ შორის ერთი თბილისში უზენაესი საბჭოს წინ მოხდა. დიდი ძალისხმევის შედეგად უშიშროებამ დამნაშავის კვალს მიაგნო. როგორ შეძლო უშიშროებამ თითქმის უიმედო საქმის გახსნა?- დოკუმენტური ფილმი ამ ისტორიას მოგვითხრობს.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
აჭარა - დიდი თამაშები
18.06.04


ფილმის ყურება


1918-21 წლებში აჭარაში განვითარებული მოვლენები ძალიან წააგავს ამ რეგიონში ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში მომხდარ ამბებს. დოკუმენტური ფილმი ერთიანი საქართველოს ფარგლებში აჭარის დაბრუნების ისტორიას შეეხება. ფილმში შეხვდებით წარმოშობით ქართველ ქესკინ ზადეს, რომელიც თურქებისა და ინგლისელების დახმარებით აჭარის საქართველოსაგან გამოყოფისათვის იბრძვის. მის წინააღმდეგ კი ადგილობრივი პატრიოტები ირაზმებიან. ისინი აჭარის მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში ხედავენ.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
მარქსისტები და ეროვნულობა
01.04.04


ფილმის ყურება

რა როლი ითამაშა სტალინის წარმომავლობამ მის პოლიტიკურ კარიერაში? სარგებლობდა თუ არა საქართველო რაიმე პრივილეგიით იმის გამო, რომ სტალინი ქართველი იყო და კრემლის პოლიტიკას ქართველები განსაზღვრავდნენ? ფილმის ამ ნაწილში კანდიდ ჩარკვიანი გვაცნობს სტალინის შეხედულებებს ერების ასიმილაციაზე. ის იხსენებს საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის სტალინურ გეგმას, კრემლში ამ გეგმის განხილვის პერიპეტიებს და მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის კუთხურ ნაციონალიზმს.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
საბჭოური მეტამორფოზები
05.04.04


ფილმის ყურება


ფილმში ნაჩვენებია როგორ იწერებოდა რკინის ფარდის მიღმა ხალხების ახალი ისტორია, როგორ იცვლებოდა ისტორიაზე მეტად გეოგრაფია. როგორ დაინერგა სტალინურ ეპოქაში ერების გასახლების და მათი ტერიტორიების სხვებისთვის გადაცემის პრაქტიკა. კანდიდ ჩარკვიანი ყვება, რას ფიქრობდა სტალინი საქართველოს ისტორიული ტერიტორიების შემოერთებაზე და ბოლშევიკების მიერ საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
წარმატებები და პარანოია
11.04.04


ფილმის ყურება

ამ ნაწილში ნაჩვენებია, როგორ მოიპოვა სტალინმა აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი დიქტატორის მდგომარეობა. როგორ განვლო საბჭოთა სახელმიფომ სტალინის ხელმძღვანელობით გზა გუთნიდან ატომურ იარაღამდე. კიბერნეტიკის და გენეტიკის ცრუ მეცნიერებად გამოცხადების ფონზე ჩარკვიანი იხსენებს სტალინის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკოსით, ვაჟა-ფშაველათი დაინტერესებას და მისეულ შეფასებებს. საუბრობს ომის შემდეგ საბჭოთა მონსტრის შექმნის ისტორიაზე, რომელსაც კვლავ ეჭვიანობა, დასმენა, შპიონომანია ედო საფუძვლად.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
შეხვედრა წარსულთან
20.04.04


ფილმის ყურება

კანდიდ ჩარკვიანი ფილმში საუბრობს 'კრემლის ქართველების' თვისებებზე. ჩარკვიანი იხსენებს კუნცევოს აგარაკზე განმარტოებულ სტალინთან შეხვედრებს სუფრასთან, რომელსაც მუდმივად ავრენტი ბერია თამადობდა. საუბრობს სტალინურ მენიუსა და პოლიტბიუროს ალკოჰოლურ მიდრეკილებებზე. ჩარკვიანი იგონებს სტალინის ხოვრების ბოლო პერიოდს, როცა წლების მატებამ ბელადის სულსაც დაატყო კვალი. ასკეტი ბოლშევიკი, რომელიც დედის დაკრძალვასაც არ დასწრებია, მოულოდნელად მშობლიური გორის ნახვის სურვილს გამოთქვავს, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო შუა გზიდან უკან ბრუნდება. ჩარკვიანი იხსენებს ლიკანსა და წყალტუბოში დასასვენებლად ჩამოსული ბელადის გატარებულ დღეებს, რომელიც ჩარკვიანისთვის მოგვიანებითა საბედისწერო გამოდგა.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

ქართული კინემატოგრაფია
შესვლა
ტეგების ღრუბელი
დარდუბალა

-
Copyright MyCorp © 2008 - 2016  GEOkino.Net Studio
ყველა უფლება დაცულია