Суббота, 27 აპრილში 2024, 02:38

Грузинская кинематография | ქართული კინემატოგრაფიაThe GeorgianCinematography

მთავარიჩემი პროფილირეგისტრაციაგამოსვლაშესვლა
თქვენ შემოხვედით როგორცГость · ჯგუფი "Guest"მოგესალმები, Гость · RSS
Search
ქართულად ჩაწერეთ

საიტის მენიუ-Home
ads
ტელ : 579  71 18 57




 ვიდეო არქივი
მთავარი » ფაილები » საქართველოს უახლესი ისტორია

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 31
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 »

დალაგება: Дате · Названию · Рейтингу · Комментариям · FLV · Просмотрам
●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
ტერორისტი
12.02.05


ფილმის ყურება


1976 წელს საქართველო ტერორისტული აქტების სერიამ შეძრა. სამივე აფეთქება სახელმწიფო ობიექტებთან მოხდა. მათ შორის ერთი თბილისში უზენაესი საბჭოს წინ მოხდა. დიდი ძალისხმევის შედეგად უშიშროებამ დამნაშავის კვალს მიაგნო. როგორ შეძლო უშიშროებამ თითქმის უიმედო საქმის გახსნა?- დოკუმენტური ფილმი ამ ისტორიას მოგვითხრობს.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
აჭარა - დიდი თამაშები
18.06.04


ფილმის ყურება


1918-21 წლებში აჭარაში განვითარებული მოვლენები ძალიან წააგავს ამ რეგიონში ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში მომხდარ ამბებს. დოკუმენტური ფილმი ერთიანი საქართველოს ფარგლებში აჭარის დაბრუნების ისტორიას შეეხება. ფილმში შეხვდებით წარმოშობით ქართველ ქესკინ ზადეს, რომელიც თურქებისა და ინგლისელების დახმარებით აჭარის საქართველოსაგან გამოყოფისათვის იბრძვის. მის წინააღმდეგ კი ადგილობრივი პატრიოტები ირაზმებიან. ისინი აჭარის მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში ხედავენ.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
მარქსისტები და ეროვნულობა
01.04.04


ფილმის ყურება

რა როლი ითამაშა სტალინის წარმომავლობამ მის პოლიტიკურ კარიერაში? სარგებლობდა თუ არა საქართველო რაიმე პრივილეგიით იმის გამო, რომ სტალინი ქართველი იყო და კრემლის პოლიტიკას ქართველები განსაზღვრავდნენ? ფილმის ამ ნაწილში კანდიდ ჩარკვიანი გვაცნობს სტალინის შეხედულებებს ერების ასიმილაციაზე. ის იხსენებს საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის სტალინურ გეგმას, კრემლში ამ გეგმის განხილვის პერიპეტიებს და მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის კუთხურ ნაციონალიზმს.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
საბჭოური მეტამორფოზები
05.04.04


ფილმის ყურება


ფილმში ნაჩვენებია როგორ იწერებოდა რკინის ფარდის მიღმა ხალხების ახალი ისტორია, როგორ იცვლებოდა ისტორიაზე მეტად გეოგრაფია. როგორ დაინერგა სტალინურ ეპოქაში ერების გასახლების და მათი ტერიტორიების სხვებისთვის გადაცემის პრაქტიკა. კანდიდ ჩარკვიანი ყვება, რას ფიქრობდა სტალინი საქართველოს ისტორიული ტერიტორიების შემოერთებაზე და ბოლშევიკების მიერ საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნებაზე.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
წარმატებები და პარანოია
11.04.04


ფილმის ყურება

ამ ნაწილში ნაჩვენებია, როგორ მოიპოვა სტალინმა აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი დიქტატორის მდგომარეობა. როგორ განვლო საბჭოთა სახელმიფომ სტალინის ხელმძღვანელობით გზა გუთნიდან ატომურ იარაღამდე. კიბერნეტიკის და გენეტიკის ცრუ მეცნიერებად გამოცხადების ფონზე ჩარკვიანი იხსენებს სტალინის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკოსით, ვაჟა-ფშაველათი დაინტერესებას და მისეულ შეფასებებს. საუბრობს ომის შემდეგ საბჭოთა მონსტრის შექმნის ისტორიაზე, რომელსაც კვლავ ეჭვიანობა, დასმენა, შპიონომანია ედო საფუძვლად.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
შეხვედრა წარსულთან
20.04.04


ფილმის ყურება

კანდიდ ჩარკვიანი ფილმში საუბრობს 'კრემლის ქართველების' თვისებებზე. ჩარკვიანი იხსენებს კუნცევოს აგარაკზე განმარტოებულ სტალინთან შეხვედრებს სუფრასთან, რომელსაც მუდმივად ავრენტი ბერია თამადობდა. საუბრობს სტალინურ მენიუსა და პოლიტბიუროს ალკოჰოლურ მიდრეკილებებზე. ჩარკვიანი იგონებს სტალინის ხოვრების ბოლო პერიოდს, როცა წლების მატებამ ბელადის სულსაც დაატყო კვალი. ასკეტი ბოლშევიკი, რომელიც დედის დაკრძალვასაც არ დასწრებია, მოულოდნელად მშობლიური გორის ნახვის სურვილს გამოთქვავს, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო შუა გზიდან უკან ბრუნდება. ჩარკვიანი იხსენებს ლიკანსა და წყალტუბოში დასასვენებლად ჩამოსული ბელადის გატარებულ დღეებს, რომელიც ჩარკვიანისთვის მოგვიანებითა საბედისწერო გამოდგა.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
ეპოქის ფინალი
27.04.04


ფილმის ყურება

ფილმის ბოლო ნაწილი მთლიანად ეთმობა კრემლში სტალინის მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო დადგენილებას, რომელიც საქართველოში გამეფებულ მექრთამეობას და ცკ-ში მოქმედ კუთხური პრინციპით შექმნილ ანტიპარტიულ ჯგუფს ეხება. სწორედ სტალინის ამ დადგენილებით დაიწყო მეგრელთა საქმე, რომელმაც ფაქტობრივად შეიწირა ჩარკვიანის პოლიტიკური კარიერა. იგი თანამდებობიდან გათავისუფლეს და საქართველოდან შუა აზიაში გადაიყვანეს, რაც მაშინ გადასახლების ტოლფასი იყო. როგორც თავად ჩარკვიანი ყვება, ამ საქმის მიზნები სცილდებოდა ქართულ პარტიულ პოლიტიკას და მისი საბოლოო მიზანი კრემლისკენ იყო მიმართული, სადაც სტალინი მორიგი წმენდის ჩატარებას აპირებდა. ამ დროისთვის სტალინი თავის მთავარ მოწინააღმდეგედ უკვე მეორე ქართველს, ლავრენტი ბერიას მიიჩნევდა. გეგმა არ განხორციელდა. ბელადი გარდაიცვალა, 3 თვის შემდეგ ლავრენტი ბერია მაინც დაიჭირეს და დახვრიტეს.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
ვარდების რევოლუცია
02.01.04


ფილმის ყურება


2003 წლის 24 ნოემბერს ოპოზიციამ მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და გამოსვლების მეშვეობით თანამდებობიდან გადააყენა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. - ეს მოვლენა ვარდების რევოლუციის სახელით უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. საპროტესტო გამოსვლების ქრონიკის ფონზე რევოლუციის ავტორები იხსენებენ და აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. გამოყენებულია იშვიათი და უნიკალური ვიდეომასალა.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
2001 წლის 26 ივლისი
26.07.03


ფილმის ყურება


2001 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს საქართველოში ყველაზე პოპულარული არხის, რუსთავი2-ის ჟურნალისტი გიორგი სანაია. რატომ მოკლეს გიორგი სანაია და რა კავშირი აქვს მკვლელობას პოლიტიკასთან? სასამართლომ პირველ ეტაპზე გამორიცხა სანაიას პოლიტიკური მკვლელობის ვერსია, თუმცა საზოგადოების მრავალ კითახვას პასუხი ვერ გაეცა. ხალხის დიდი ნაწილი ძველ, საბჭოთა სისტემის ნაწილს, კორუმპირებულ სასამართლოს არ ენდობა. ფილმი სანაის მკველობის შესახებ გაჩენილ პასუხგაუცემელ კითხვებს ეხება.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
ედუარდ შევარდნაძე
17.01.03


ფილმის ყურება


ვინ არის ედუარდ შევარდნაძე, როგორ მოხვდა ის პოლიტიკის ოლიმპოზე? - ეს კითხვა ბევრს ებადება. შევარდნაძის ბავშვობა, ახალგაზრდობა, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან საბჭოთა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნობამდე, შემდეგ კი გზა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობამდე. საბჭოთა სახელმწიფოს პრობლემები, ცივი ომი, შიდაპარტიული ინტრიგები და ბრძოლა ხელისუფლების შენარჩუნებისათვის - ამ პროცესებში შევარდნაძეცაა ჩართული. ფილმი ორ ნაწილად.

გთხოვ  დატოვე კომენტარი: (  0  )

ქართული კინემატოგრაფია
შესვლა
ტეგების ღრუბელი
დარდუბალა

-
Copyright MyCorp © 2008 - 2016  GEOkino.Net Studio
ყველა უფლება დაცულია